საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 2022 წლის 14 სექტემბერს დაამტკიცა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საჯარო მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, რომელიც 2022 წლის 13 მაისის, თსუ-ს, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა.
 
ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ემსახურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღებას.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება და პროგრამის კურსდამთავრებულს ბიზნესის ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration) მიენიჭება. პროგრამის პირველი სემესტრი თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ დაეთმობა, ხოლო მეორე - საჯარო ადმინისტრირების ნაწილს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს - “ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის სამაგისტო პროგრამის” უმაღლესი აკადემიური ხარისხს და „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ უწყებრივ დიპლომს.
 
პროგრამის ხელმძღვანელებად დამტკიცდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი. პროგრამის განხორციელებისას ჩართულნი იქნებიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.

თარიღი: 16/09/2022